08, მაისი 2019 17:10:00
,,სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში"- თემაზე ამ წუტებში დისკუსია გაიმართა. მართვის კომპანია ggm შეხვედრაზე თავის ხედვა, პრეზენტაციის სახით წარადგენს. კომპანიაში მიიჩნევენ რომ არასბული გამოწვევის დასაძლევად მრავალფუნქციური კლინიკები პროფილურ სამედიცინო დაწესებულებად გარდაიქმნას, ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობის პრეტენზიების შესწავლა მოკლე დროში მოახერხოს. კომპანიაში ამბობენ, დისკუსიის გამართვა, პაციენტების მიერ სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების მიმართ გამოთქმულმა უკმაყოფილებებმა განაპირობა. შეხვედრას კლინიკების მენეჯერები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარე ესწრება.