23, აპრილი 2019 17:12:00
სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხ ოჯახს აჭარის მთავრობა ფინანსურ დახმარებას სარეზერვო ფონდიდან გაუწევს. ოჯახები ქედის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლები არიან. კომისიის რეკომენდაციით, სარეზერვო ფონდიდან ოთხი ოჯახისთვის ჯამში 69 132 ლარი გამოიყოფა. აქედან 25, 000 - 25,000 ლარს სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახი საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობისათვის მიიღებს. დარჩენილი თანხა კი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახზე, საცხოვრებლის აღდგენისათვის გადანაწილდება.