19, აპრილი 2019 20:03:00
რა თქვა ამ გადაწყვეტილებით საბჭომ და რისი ახსნა შეძლო ბორდის წევრების წინაშე უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა? ბრალდებების საპასუხოდ დღეს სხდომაზე ნათია კაპანაძემ დოკუმენტებიც წარადგინა, თუმცა შეხვედრის ფორმატიდან მისი განხილვა სამომავლოდ გადაიდო. რაზე აქცენტირდა ყოფილი დირექტორი საბჭოს წევრების წინაშე?
სხდომაზე მაუწყებლის ყოფილი დირექტორი რამდენიმე დოკუმენტით წარსდგა. იმ შემთხვევაში თუ შეხვედრა სამუშაო რეჟიმში წარიმართებოდა, ყველა პრეტენზიაზე დასაბუთებული პასუხის გაცემას აპირებდა. თუმა ყოფილი დირექტორის მოსასმენად უჩეულოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ნათია კაპანაძემ გამოსვლა სიმბოლურ დატვირთვებზე საუბრით დაიწყო, მაგალითად კი ის გარემო მოიყვანა, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა.
ყოფილმა დირექტორმა წარდგენილი დოკუმენტებიდან განსაკუთრებულად, მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონი მოიშველია. ის, რომ ბევრი ადამიანი ადევნებს თვალყურს მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს - კაპანაძეს აბედნიერებს.
ნათია კაპანაძემ აუდიოტირას ის დოკუმენტებიც წარუდგინა, რომელიც არხის ორგანიზაციულ განვითარებას ეხება. უკვრის საბჭოს წევრებისა, რადგან მათ ამ დრომდე მაუწყებლისა და გუნდის საჭიროებებისვის არ უზრუნიათ.
რაც შეეხება პრეტენზიას პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, თქვა, რომ პროცესი მიმდინაროებს. მან ყურადღება საბავშვო გადაცემებსა და მაუწყებლის სამ პლატფორმაზე გამახვილა.
17 წუთიან გამოსვლაში მიღწეულ შედგებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში სხვადასვხა ორგანიზაციების მიერ, სხდასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებზე გაამახვილა ყურადღება.
ბიუჯეტის მიზნობივად ხარჯვასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს, კააპანაძემ არგუმენტად აუდიტის მიერ გამოქვეყნებული შედეგები წარუდგინა.
რაც შეეხება ბორდის წევრების გადაწყევტიელბას და მის გადადგომას, როგორც ჩანს კაპანაძეს არ გაკვირვებია. შედეგებმა კი მისი ეჭვები - ადამინებს სარედაქციო დამოუკიდებლობა არ უნდათ, გაუმყარა. ვის გულისხმობდა განცხადებაში ყოფილი დირექტორი არ დააკონკრეტა.
23 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ნათია კაპანაძის მმართველობის დროს იყო გამორჩეული, როგორც მოვლენების დაბალანსებულად გაშუქების მხრივ.