17, მარტი 2017 17:14:00
დღეს დილიდან კი ბათუმის საქალაქო საამართლოში აქციაზე დაკავებული იმ პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, რომლებიც ადმიისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. სასამართლო პროცესზე მყოფი 5 პირიდან სამს 250-250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ერთი პირი 300 ლარით დაჯარიმდა, რადგან მან დანაშაული არ აღიარა, ერთმა ბრალდებულმა კი სასამართლო პროცესის გადადება ითხოვა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.