17, აპრილი 2019 17:12:00
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია აფასებს. ისინი წერილობით განცხადებას ავრცელებენ, სადაც ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უარყოფითად აფასებენ. ავტორიტეტული ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდი მაუწყებლის მუშაობა დადეფითად შეფასდა. აღნიშნავენ, რომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა შეფასდეს ის რისკები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას მიაყენებს.