22, მარტი 2019 10:58:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ბათუმში - 11:00დან 19:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ბათუმში ლუკა ასათიანის, გ. ბრწყინვალეს, პუშკინის, ოსტროვის, 26 მაისის , ზურაბ ნაჭყებიას და მიმდებარე ქუჩებს, ფრიდონ ხალვაშის გამზირს.
შუახევში - 10:00დან 19:00საათამდე სოფლებს ჭვანას, გომარდულს, ცხემლისს, ვანს, მახალაკიძეებს, მაწყვალთას და მიმდებარე ტერიტორიას, დაბა შუახევის ნაწილს.
ქედაში - 10:00დან 19:00საათამდე სოფლებს დოლოგანს, ჭალახმელას, ჭინკაძეებს.
ქობულეთში - 11:00დან 18:00საათამდე სოფლებს ქვედა აჭყვას, ციხისძირს, ბუკნარს, ჩოლოქს და მიმდებარე სოფლებს, დაბა ჩაქვის ნაწილს. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ქობულეთში თავისუფლების, რუსთაველის, მემედ აბაშიძის, დ.აღმაშენებლის, თამარ მეფის, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს კვირიკეს, ლეღვას, ოჩხამურს, ხუცუბანს, წყავროკას და მიმდებარე სოფლებს.
ხელვაჩაურში - 11:00დან 17:00საათამდე სოფლებს შავლიძეებს, კახაბერს და მიმდებარე სოფლებს, ასევე მახვილაურის და მეჯინისწყალის დასახლებებს, დაბა ხელვაჩაურის ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომრაგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.