14, თებერვალი 2019 20:05:00
ყაჩაღობა ბათუმში. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 2 პირი აიყვანეს . როგორ შეაღწიეს მძარცველებმა მარტოხელა მოხუცთან ? და რისი წაღება შეძლეს? რას ყვებიან მეზობლები და რა ვერსია აქვს გახარიას უწყებას?
მოხუცი ქალი იმ ფაქტს იხსენებს, როცა მის სახლში, ორი ახლაგაზრდა შევიდა და დააყაჩაღა. მისივე თქმით, შესაღწევად მათ თავი ,,სოკარის“ წამორმადგენლებად გაასაღეს. სახლში შეღწევის შემდეგ კი ხანდაზმულს ხელ- ფეხი და პირი წებოვანი ლენტით შეუკრეს.
ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84 ნომერში მდებარე სოციალურ სახლში წლებია მარტო ცხოვრობს. მისი თქმით, მძარცველებმა სახლში არსებული ძვირფასეულობა წაიღეს.
შემთხვევა 13 თებერვალს მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ მძარცველები სახლში დღისით შევიდნენ.
ყაჩაღობაში ბრალდებულები მალევე დააკავეს. სპეცოპარაციის შედეგად, ორივე მათგანი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 წლამდე თავისუფების აღკვეთა ემუქრებათ.
შემთხვევის შედეგად, ქალი სტრესულ მდგომარებაში იყო, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა. მისი ჯანმრთელობის მდოგმაროებას საფრთე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლითაა დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.