08, თებერვალი 2019 20:05:00
აჭარის განვითარების სტრატეგიული გეგმა რეგიონის პრიორიტეტებს ვერ ასახავს- მესამე სექტორი დოკუმენტს იწუნებს. კიდევ რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს? და ვინ უნდა ჩაერთოს პროცესში იმისთვის, რომ საჭირობები სწორად შეირჩეს?
საქართველოს მასშტაბით აჭარა ერთადერთი რეგიონია, რომელსაც სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა არა აქვს. დოკუმენტი 2016 წელს მომზადდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დამტკიცებულა. ადგილობრივი თავიდან შემუშავებას გეგმავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ძველი დოკუმენტი გადახედვას საჭიროებს.
ამ ეტაპზე, სტრატეგიული განვითარების დამტკიცებული გეგმა რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია.
დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დოკუმენტის შემუშავების პროცესში სხვადასხვა სეგმენტის ჩართულობაზეკვლევა ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ გეგმის შექმნაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიიღოს. ამ მიდგომით ისეთ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც რეგიონის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ასახავს
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც თვლიან, რომ სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შექმნაში ფართო მასების ჩართულობა აუცილებელია, „ინტელექტია“. ლევან გობაძის თქმის, პროცესში ექსპერტები უნდა ჩაერთონ .
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დოკუმენტის დამტკიცება წარმომადგენლობითი ორგანოს პრეროგატივა არ არის.
დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2016 წელს სტრატეგიული განვითარების გეგმა ძირითადად აღმასრულებელი მთავრობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს