30, იანვარი 2019 20:05:00
ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლიდან საოჯახო მეურნეობებს დაეკისრება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ თქვენს მიერვე წარმოებული პროდუქციის გაყიდვას გადაწყვეტთ, კანონმდებლობა მოგთხოვთ, რომ ამის საფასური გადაიხადოთ. ამას ქვეყანას ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.
სოფელ აგოთაში მცხოვრები ემზარ დუმბაძის ოჯახი მესაქონლეობას წლებია ეწევა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ოჯახს მესაქონლეობის კოოპერატივი ჰქონდა და თავს მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით ირჩენდა. მას შემდეგ, რაც კოპერატივმა ფუნქციონირება ვეღარ შეძლო, ოჯახმა ჩვეული საქმე, ინდივიდუალურად გააგრძელა და დღემდე მესაონლეობას ეწევა. ფერმერი სამომავლოდ მეურნეობის გაფართოებას აპირებს და გვეუბნება, რომ რეგულაციის ამოქმედება პრობლემას არ შეუქმნის, რადგან პირუტყვის სადგომი მოწესრიგებული აქვს.
ნარგულ ცეცხლაძე გვიყვება, რომ რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ და დასძენს, რძის გაყიდვა მომგებიანია, თუმცა იმის გამო, რომ მათი საცხოვრებელი მუნიციპალურ ცენტრს რამდენიმე კილომეტრით დაშორებულია ურჩევნიათ ყველი, კარაქი, ნაღები დაამზადონ და გაყიდონ.
ამავე სოფელში მცხოვრებ ნანული დუმბაძეს რამდენიმე მეწველი ძროხა ჰყავს, შესაბამისად ოჯახის მთავარი შემოსავალიც მესაქონლეობაა. ფერმერი გვიყვება, რომ რეგულაციები, რომლის ამოქმედებაც ერთ წელში იგეგმება შესრულებას ფინანსური ხარჯები დასჭირდება, რაც მთაში მცხობრები ოჯახებისთვის რთულად მოსაძიებელია.
მესამე სექტორში მიაჩიათ, რომ რეგულაციები საჭიროა და მნიშვნელოვანია მისი ამოქმედება არ გაჭიანურდეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამის შესახებ საოჯახო მეურნეობებს ინფორმაცია დროულად ჰქონდეთ.
ყველა ფერმერი, ვინც რძესა თუ რძის ნაწარმს გაყიდის ვალდებული იქნება მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, ფერმერი ვალდებული იქნება მოწესრიგებული ჰქონდეს პირუტყვის სადგომი და გააკონტროლოს ყველა იმ ჭურჭლის ხარისხი, რომელსაც პრუდუქციის წარმოებისას გამოიყენებს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, მესაქონლეობით დასაქმებულ ფერმერებს გარკვეული მოთხოვნები დაეკისრება, რეგულაცია 2020 წელს ამოქმედდება.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.