09, მარტი 2017 20:28:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების პაკეტი საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით შედგა და მის მიზანს არსებული ხარვეზების გამოსწორება და ქურდული სამყაროდან მომავალი რისკების შემცირება წარმოადგენს. ინიციატივაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტებიც განიხილეს . კანონპროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.